მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა
მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა.

ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, სამი კაპიტალური შენობა მშენებლობის საწყის ეტაპზე და მსუბუქი კონსტრუქციის ორი ღობე.

„თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევები ერთი კვირის წინ გააფრთხილა, რის შემდეგაც, ერთმა მოქალაქემ მშენებარე ნაგებობის ნაწილობრივი დემონტაჟი თავად განახორციელა. ჯამში, მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო მიწაზე განთავსებული სამი კაპიტალური ფუნდამენტისა და ღობეების დემონტაჟი მოახდინა“, – აღნიშნულია განცხადებაში.