მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ავტოფარეხებისა და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელა
მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ავტოფარეხებისა და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ავტოფარეხების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელა. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, ვარკეთილში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად სკვერის მოწყობა მიმდინარეობს, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.

„მოკვლევის შედეგად, რომელიც ორი თვის წინ დაიწყო, დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები და მსუბუქი კონსტრუქციები უნებართვოდ იყო განთავსებული.

მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, ორი ავტოფარეხისა და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟის პროცესი განახორციელა. გარდა ამისა, თავად მოსახლეობის მიერ, მოხდა ექვსი ავტოფარეხის დემონტაჟი. აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის მერიის დაკვეთით, აქტიურად მიმდინარეობს სკვერის მოწყობის სამუშაოები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი