მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი ჩოჩორი აუქციონზე 633.5 ლარად გაიყიდა
მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი ჩოჩორი აუქციონზე 633.5 ლარად გაიყიდა

თბილისში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი ჩოჩორი 633.5 ლარად გაიყიდა.

29 ოქტომბერს გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე საწყისი ფასი 70 ლარი იყო.

აუქციონზე სამი პრეტენდენტის კონკურენციის შედეგად ფასი თითქმის გაათმაგდა.

როგორც ცხოველის მახასიათებლებში იყო მითითებული, ჩოჩორი ხუთი-ექვსი თვისაა, წითური ფერის.