მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება დაჯარიმებას გამოიწვევს
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება დაჯარიმებას გამოიწვევს

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა ფულად ჯარიმებს გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები ზაზა გაბუნია, გიორგი კახიანი, მერაბ ქვარაია და კობა ლურსმანაშვილი არიან.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ახალი რეგულაციები თბილისის მუნიციპალიტეტს არ ეხება. ინიციატივის მიხედვით, მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის) ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ათასი ლარით.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ სამართალდამრღვევი პირის ვინაობა ვერ დგინდება, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით ზომები მიიღოს.

დატოვე კომენტარი