„მუნდო დეპორტივო“ - გადაწყვეტილია, თორნიკე შენგელია „ბარსელონაში“ ითამაშებს #1TVSPORT
„მუნდო დეპორტივო“ - გადაწყვეტილია, თორნიკე შენგელია „ბარსელონაში“ ითამაშებს #1TVSPORT

ესპანური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიასთან დაკავშირებით. პუბლიკაციის სათაურია: „გადაწყვეტილია! თორნიკე შენგელიამ „ბარსელონასთან“ სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა“.

იქვე ვკითხულოთ: „ქართველმა ფორვარდმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და 2+1 ხელშეკრულება გააფორმა.

„ბარსას“ შენგელიასადმი ინტერესზე პირველად „სპორტანდოს“ ჟურნალისტმა ალესანდრო მაჯიმ დაწერა, დღეს კი ახალი ინფორმაცია მივიღეთ, რომლის მიხედვით შეთანხმება მიღწეულია.

33 წლის 207 სმ სიმაღლის შენგელია ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდია. ის ამ სეზონში „ვირტუს ბოლონიას“ მაისურით საშუალოდ 15.6 ქულას, 5 მოხსნასა და 2.7 პასს აგროვებდა.

ჩვენი ინფორმაციით, „ბარსელონას“ თორნიკეს გადაყვანა გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა კალათბურთელს „ვირტუსთან“ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებდა და შეთანხმება ვერ შედგა. წლეულს კი იგი კატალონიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტსტუსით შეუერთდა და წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებს“.