მუნდიალის მონაწილე ხუთივე სამხრეთამერიკულმა ნაკრებმა ევროპულ გუნდებს მოუგო
მუნდიალის მონაწილე ხუთივე სამხრეთამერიკულმა ნაკრებმა ევროპულ გუნდებს მოუგო

პარასკევს გამართული ამხანაგური მატჩები სამხრეთამერიკული გუნდების დომინირებით მიმდინარეობდა.

საინტერესო ფაქტია – სამხრეთ ამერიკის იმ ხუთმა ნაკრებმა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არიან გასულები, ევროპულ ნაკრებებს მოუგო.

ურუგვაი – ჩეხეთი 2:0
რუსეთი – ბრაზილია 0:3
არგენტინა – იტალია 2:0
საფრანგეთი – კოლუმბია 2:3
პერუ – ხორვატია 0:2

ამას ემატება კიდევ ერთი შედეგი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკის ნაკრებმა 3:0 დაამარცხა ისლანდია.