მუნდიალის ფინალური ტურნირის წილისყრის წამყვანები გარი ლინეკერი და FOX Sports-ის ტელეწამყვანი მარია კომანდნაია იქნებიან
მუნდიალის ფინალური ტურნირის წილისყრის წამყვანები გარი ლინეკერი და FOX Sports-ის ტელეწამყვანი მარია კომანდნაია იქნებიან

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის წილისყრის წამყვანები ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი გარი ლინეკერი და FOX Sports-ის ტელეწამყვანი მარია კომანდნაია იქნებიან. მათ აგრეთვე რვა ასისტენტი დაეხმარება.

“როგორ ფეხბურთელს, ორჯერ მქონდა ბედნიერება მონაწილეობა მიმეღო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ახალი როლი – ვიქნები წამყვანი, რომელმაც უნდა გაახმოვანოს წილისყრის შედეგები”, – აღნიშნა ლინეკერმა.

შეგახსენებთ, რომ ფინალური ტურნირის წილისყრა პირველ დეკემბერს, მოსკოვში გაიმართება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.