მუმბაიში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
მუმბაიში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 8 წლის ბავშვი, მუმბაიში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად.

India Today- ის ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე გაჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ამ სართულზე მცხოვრები ადამიანები შენობის დატოვებას ვერ ახერხებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ. მათივე თქმით, მეხანძრეებს ადგილზე მისვლა დააგვიანდათ.

ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.