მუმბაიში კორონავირუსით 50 ჟურნალისტი დაინფიცირდა

10:31, 21.04.2020

ინდოეთში, მუმბაიში კორონავირუსით 50 ჟურნალისტი დაინფიცირდა. ინფორმაციას „სიენენი“ (CNN) ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 167 ჟურნალისტს, რომლებიც პანდემიის გაშუქებაზე მუშაობდნენ, კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს, მათგან 50-ს ვირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

მუმბაიში კორონავირუსით 4 666 ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულია 232 ადამიანი.

მსგავსი