მუმბაიდან დელისკენ მიმავალი რეისის მგზავრი გაუგებრობის გამო დააკავეს
მუმბაიდან დელისკენ მიმავალი რეისის მგზავრი გაუგებრობის გამო დააკავეს

მუმბაიდან დელისკენ მიმავალი რეისის მგზავრი აფეთქების საშიშროების ბრალდებით, გაუგებრობის გამო დააკავეს. როგორც შემდეგ გაირკვა, მამაკაცის ნათქვამი „ბომბეი“ არასწორად გაიგეს და მიიჩნიეს, რომ მან „ბომბი“ წარმოთქვა.

ბრალდების ვერსიით, 45 წლის ვინოდ მოორჯანმა აეროპორტში დარეკა და საუბარში ახსენა „ბომბ ჰაი“, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „აქ ბომბია“. აღმოჩნდა, რომ ის მუმბაიდან დელისკენ მიმავალი რეისის სტატუსის შესახებ კითხულობდა. ბომბეი კი, მუმბაის ძველი სახელია.