მუხიანში, საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

10:55, 21.09.2022

მუხიანში, საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცები 20 და 21 წლის ასაკის იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

მსგავსი