მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

13:10, 22.03.2023

თბილისში, მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ცხედარი მეზობლებმა ნახეს.

არსებული ინფორმაციით, ლიფტში არის ცეცხლის კერის კვალი, ცხედარს კი ჭრილობები აღენიშნება.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

მსგავსი