მუხიანის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი [ვიდეო]

თბილისში, მუხიანის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიის შედეგად დაზიანებულია შვიდი ავტომობილი, მათ შორის ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსია. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.