მუხიანის დასახლებაში აფეთქების შედეგად 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა
მუხიანის დასახლებაში აფეთქების შედეგად 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა

მუხიანის დასახლებაში აფეთქების შედეგად 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მათ თანამშრომლებს ადგილზე მისვლისას ერთსართულიან შენობაში მამაკაცის ცხედარი დახვდათ. შემთხვევის შედეგად ხანძარი არ ყოფილა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თუ რა გახდა შემთხვევის მიზეზი, გამოძიება დაადგენს.