მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართზე ხვალიდან ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართზე ხვალიდან ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ხვალიდან, 5 მარტიდან გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, კერძოდ, გურიის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

„დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტით მოძრაობა ნოზაძის ქუჩიდან გამარჯვების ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

დატოვე კომენტარი