მუხათგვერდის სასაფლაოზე ხანძარია [ფოტო/ვიდეო]

23:05, 25.07.2019

მუხათგვერდის სასაფლაოზე ხანძარია. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ჯერ უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ცეცხლი ბალახს უკიდია.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლის საფლავებზე გადასვლის საშიშროება არ არის.

ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

მსგავსი