მთვარისკენ მიმავალმა არტემის 1-მა დედამიწას ფოტოები გადაუღო — #1tvმეცნიერება
მთვარისკენ მიმავალმა არტემის 1-მა დედამიწას ფოტოები გადაუღო — #1tvმეცნიერება

მთვარისკენ მიმავალმა NASA-ს კოსმოსურმა კაფსულა „ორიონმა“ დედამიწას ფოტოები გადაუღო; კადრები ძლიერ წააგავს ათწლეულების წინ „აპოლოს“ მისიების ასტრონავტთა მიერ გადაღებულებს.

ამჯერად, ფოტოგრაფი რობოტია, რომელიც უპილოტო მისია „არტემის 1“-ის კამერების სისტემაშია ჩამონტაჟებული.

არტემის 1

მისიამ სტარტი 16 ნოემბერს აიღო, NASA-ს კოსმოსური გამშვები სისტემის (SLS) პირველი გაშვებით. კოსმოსში ის 25 დღის განმავლობაში დარჩება და საფუძველს მოამზადებს მომავალი ეკიპაჟიანი მისიებისთვის.

აფრენიდან რამდენიმე საათის შემდეგ, „ორიონის“ ერთ-ერთ მზის პანელზე დამონტაჟებული კამერა ხომალდის ევროპული მოდულის გადასაღებად მიმართეს, რა დროსაც, კოსმოსის შავ ფონზე ნახევრად დაჩრდილული ჩვენი პლანეტაც გამოჩნდა.

ორიონი მთვარისკენ 91 700 კმ/სთ სიჩქარით მიემართება. მისი კამერების მთავარი მიზანია თვალი ადევნოს, როგორ მუშაობს კაფსულის სხვადასხვა კომპონენტი.

მზის ოთხ პანელზე დამონტაჟებულ კამერებს დედამიწის და მთვარის გადაღებაც შეუძლია.

მომზადებულია Universe Today-ის მიხედვით.