მთვარისა ნავერიანი პროკურატურას ნიკა გვარამიას პასუხისგებაში მიცემას სთხოვს 
მთვარისა ნავერიანი პროკურატურას ნიკა გვარამიას პასუხისგებაში მიცემას სთხოვს 

მოქალაქე მთვარისა ნავერიანი და მისი უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე პროკურატურას „რუსთავის 2“- ის დირექტორის, ნიკა გვარამიას პასუხისგებაში მიცემას თხოვენ.

განცხადება პროკურატურასთან გამართულ აქციაზე გაკეთდა, რომელიც აქციის მონაწილეების თქმით, გამაფრთხილებელი ხასიათისაა.

მათივე განმარტებით, თუ პროკურატურა კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგმას, ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.

„ჩვენ გვინდა, პროკურატურას მივცეთ გაფრთხილება, რომ მიიღოს ზომები. სხვა შემთხვევაში მობილიზებულად გავმართავთ აქციას. მოვითხოვთ, პროკურატურამ დააპატიმროს ნიკა გვარამია, წაუყენოს ბრალი, მცნონ დაზარალებულად, აღადგინონ ჩემი კანონიერი უფლებები და მოსთხოვონ დამნაშავეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი”, – განაცხადა მთვარისა ნავერიანმა.

მოქალაქე მთვარისა ნავერიანმა ნიკა გვარამიას ​წინააღმდეგ სარჩელი პროკურატურასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ შეიტანა. ნავერიანი ნიკა გვარამიას ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში სდებს ბრალს.