მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის გამო პოლონეთი აშშ-ს „დიდი ოცეულში“ მიწვევას სთხოვს
პოლონეთი აშშ-ს, რომელიც 2026 წელს „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე იქნება, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის გამო G20-ში მიწვევას სთხოვს, – ამის შესახებ შესახებ ჟურნალისტებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განუცხადა.
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს საკითხი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მაიამიში გამართული მოლაპარაკებების დროს უკვე განიხილა და მარკო რუბიოს განუმარტა, რომ პოლონეთს G20-ში გასაწევრიანებლად საკმარისი საფუძველი აქვს.
„ჩვენ გვაქვს ამის უფლება, არა მხოლოდ როგორც მსოფლიოს 20 უდიდესი ეკონომიკის მქონე ერთ-ერთ ქვეყანას, არამედ როგორც ქვეყანას, რომელიც პოლიტიკურ და ინტელექტუალურ არგუმენტებს წარმოადგენს“, – აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ.
ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პოლონეთი „ტრილიონერ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მანამდე პოლონეთის მშპ დაახლოებით 980 მილიარდ დოლარს შეადგენდა.