მტკვრის დონე თბილისში ერთი დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება
მტკვრის დონე თბილისში ერთი დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ დღეს ორთაჭალჰესზე პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სამუშაოები ერთი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რაც გამოიწვევს ორთაჭალჰესის ერთდღიან გაჩერებას.

„შედეგად, თბილისში მდინარე მტკვრის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დოკუმენტისა და კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი