მტკვირს მარცხენა სანაპიროზე გამწვანებითი სამუშაოები მიმდინარეობს
მტკვირს მარცხენა სანაპიროზე გამწვანებითი სამუშაოები მიმდინარეობს

მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მტკვრის მარცხენა სანაპიროზე შუა გამყოფი ზოლის გამწვანების სამუშაოებს ატარებს.

​როგორც მერიის წარმომადგენლები აცხადებენ ტერიტორიაზე უკვე დაირგო180 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაირგვება 167 კვიდოსა და 50 ძირი ლეკის ხე.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გიგა გიგაშვილმა, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ და თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელებმა მიიღეს.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, მიმდინარე წლის ბოლომდე დედაქალაქის მასშტაბით 12 000-მდე ხე და 8 000-ზე მეტი ბუჩქი დაირგვება.

„თბილისში გამწვანების უპრეცედენტო აქციები ტარდება, ასე ვთქვათ 70-იანი წლებიდან მსგავსი ტიპის სამუშაოები არ ჩატარებულა. მთლიანად ახლდება მწვანე საფარი. ივსება ის ტერიტორიები მერქნიანი მცენარეებით, რომელიც აქამდე გამწვანებული საერთოდ არ ყოფილა. ეს არის ნაწილი იმ საშემოდგომო რგვებისა, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს. ვფიქრობ, მსგავსი აქციები პოზიტიურად შეცვლის ეკოლოგიურ მდგომარეობას“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

დატოვე კომენტარი