მთის კურორტებზე შვიდი წლის განმავლობაში ვიზიტორების რაოდენობა 578 პროცენტით გაიზარდა
მთის კურორტებზე შვიდი წლის განმავლობაში ვიზიტორების რაოდენობა 578 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს მთის კურორტებზე შვიდი წლის განმავლობაში ვიზიტორების რაოდენობა 578 პროცენტით გაიზარდა, – ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაია ომიაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას დღეს განაცხადა.

გადაცემაში მთის კურორტების განვითარებსის საკითხები განიხილეს.
ომიაძემ აღნიშა, რომ წლევანდელი 2018-19 წლის ზამთრის სეზონი წარმატებული გამოდგა და საერთო ჯამში ქვეყნის ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) ვიზიტორების რაოდენობის წლიური 15 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. აქედან მხოლოდ გუდაურში ზრდა 19 პროცენტი იყო, ბაკურიანში – 20 პროცენტი, გოდერძის სათხილამურო კურორტზე – 43 პროცენტი, ხოლო თეთნულდსა და ჰაწვალზე 17-13 პროცენტი.

ომიაძის თქმით, ზოგადად საქართველოს სამთო-სათხილამურო ტურისტული სეზონი ზრდის დინამიკით ვითარდება: 2011-2012 წელთან შედარებით 2018-2019 საკურორტო წლის სეზონმა ვიზიტორების 578 პროცენტიანი ზრდა აჩვენა. მისი აზრით, წლვანდელი ზამთრის სეზონი განსაკუთრებული იყო, რადგან გუდაურში განახლებული ინფრასტრუქტურის მეშვებოთ, საბაგიროებთან რიგების პრობლემა მოიხსნა.

„2018-2019 წლის ზამთრის სეზონით კმაყოფილი ვართ. წლევანდელი წელი ნამდვილად განსაკუთრებული იყო. მოთხილამურეებს გუდაურში განახლებული ინფრასტრუქტურული გარემო დახვდათ. ახალმა საბაგიროებმა, ახალმა სალაროებმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა – სალაროებთან რიგი მოაგვარა. ტენდნეციურად ზამთრის კურორტებზე მუდმივად ზრდა გვაქვს. 2011-2-12 წლის ზამთრის სეზონს თუ შევადარებთ, წელს ვიზიტორთა რაოდენობა 578 პროცენტით არის გაზრდილი. კონკრეტულად გუდარში 19 პროცნეტით არის წელს გაზრდილი მოთხილამურეთა რაოდენობა, ყველგან ზრდა გვაქვს, ბაკურიანში 20 პროცენტით. მთლიანობაში ოთხივე სამთო-სათხილამური კურორტზე ვიზიტორთა მაჩვენებელი 15 პროცენტით არის გაზრდილი“, – განმარტა ომიაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.