მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელად თამაზ გამცემლიძე დაინიშნა
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელად თამაზ გამცემლიძე დაინიშნა

მთის კურორტების განვითარების კომპანიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, ამ თანამდებობაზე თამაზ გამცემლიძე დაინიშნა.

თამაზ გამცემლიძეს აქამდე ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

რაც შეეხება მთის კურორტების განვითარების კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელ სანდრო ონოფრიშვილს, ის მთის განვითარების საკითხებში ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი იქნება.