„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროების ჩართვა ვერ ხერხდება
„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროების ჩართვა ვერ ხერხდება

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება მგზავრთა გადაყვანისთვის განკუთვნილი გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროების ჩართვა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიზეზი უამინდობა და ძლიერი ქარია, რა დროსაც დაუშვებელია საბაგიროს ამოქმედება.

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სათხილამურო კურორტი გუდაურიც.

„მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით, საბაგიროები ჩაირთვება მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, რის შესახებაც შეგატყობინებთ ერთი საათით ადრე, „ფეისბუქის“ გვერდის საშუალებით“, – ნათქვამია სათხილამურო კურორტ გუდაურის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი