მთის კურორტების განვითარების კომპანია კორეის რესპუბლიკას საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს აცნობს
მთის კურორტების განვითარების კომპანია კორეის რესპუბლიკას საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს აცნობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფებიან. ვიზიტის მიზანი სამთო ტურიზმის გაცნობა, კორეის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სამთო ტურიზმის სფეროში მომუშავე მსხვილ ტურისტულ კომპანიებთან. საქართველოს დელეგაცია პრეზენტაციით წარდგა, სადაც საქართველოს მთის კურორტების პოტენციალი იყო განხილული.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, კორეის მხარემ გამოცდილება გაუზიარა ქართულ დელეგაციას 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების კუთხით, ასევე გააცნო ადგილობრივი სამთო კურორტები, ზამთრის სპორტის სახეობები და კორეული წარმატებული მოდელი ოთხსეზონური კურორტების მართვაში. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და კორეის სათხილამურო ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაცია კიდევ რამდენიმე დღე დარჩება.