„მთის კურორტების განვითარების კომპანია“ 2017 წლის პროექტებს აჯამებს
„მთის კურორტების განვითარების კომპანია“ 2017 წლის პროექტებს აჯამებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “მთის კურორტების განვითარების კომპანია” 2017 წელის პროექტებს აჯამებს. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ანგარიშში ნათქვამია, რომ მიმდინარე წელს აშენდა მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო, ასევე სვანეთსა და ზემო აჭარაში აშენდა ექვსი მცირე ზომის საბაგირო. დასრულდა კობი-გუდაურის გენერალური გეგმის ადაპტირება. აშენდა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის შენობა. მ

იმდინარე წელს დასრულდა ბიატლონის ინფრასტრუქტურის პროექტირება დაბა ბაკურიანში, ასევე გაკეთდა კოხტა-მიტარბის დამაკავშირებელი სათხილამურო გზა. 2017 წელს დაბა ბაკურიანის ცენტრში მოეწყო საზოგადოებრივი სივრცე.

ასევე, ფრანგული კომპანია “COMPAGNIE DES APLES” მიერ საერთაშორისო სტანდარტით გადამზადდნენ მთის მენეჯერები, ევროკავშირის პროგრამის TAIEX ეგიდით, საქართველოს ეწვია ექსპერტთა მისია და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, შემოწმდა საბაგიროების უსაფრთხო ექსპლუატაცია. მთის კურორტების განვითარების კომპანიამ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლეს ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციას. ყველა კურორტის საბაგიროს 25 თანამშრომელმა გადამზადება გაიარა საბაგიროების მწარმოებელ ავსტრიულ კომპანიაში “დოპელმაიერი”.


2017 წელს საქართველო გახდა კანდიდატი მასპინძელი ქვეყანა, თავისუფალი სტილით სრიალისა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც 2023 წელს ჩატარდება.

ანგარიშიში ასევე აღნიშნულია, რომ ზამთრის სეზონზე ვიზიტორთა რაოდენობა საქართველოს მთის კურორტებზე, 2015-2016 წლებთან შედარებით, 2016-2017 წლებში 37%-ით გაიზარდა.