მტირალას ეროვნულ პარკში ახალი ატრაქცია „თოკების პარკი“ მოეწყო
მტირალას ეროვნულ პარკში ახალი ატრაქცია „თოკების პარკი“ მოეწყო

აჭარაში ჩასულ ტურისტებს ახალი ეკოტურისტული ატრაქცია – „თოკების პარკი” დახვდებათ, რომელიც მტირალას ეროვნულ პარკში მოეწყო.

„თოკების პარკი” დღეს გაიხსნა და პირველი ვიზიტორები ნორჩი რეინჯერები იყვნენ. თოკების პარკი კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო და მასზე 168 ათასი ლარი დაიხარჯა. პარკი გათვალისწინებულია როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვის.

„თოკების პარკი“ წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს.

გახსნის ღონიძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და აჭარის ტურიზმისა დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი დაესწრნენ.