მთიანი ყარაბაღის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ერევანში მსვლელობა გაიმართა
მთიანი ყარაბაღის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ერევანში მსვლელობა გაიმართა

მთიანი ყარაბაღის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ერევანში მსვლელობა გაიმართა.

სომხეთის მოქალაქეები დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე სანთლებით ხელში შეიკრიბნენ და დაღუპულები გაიხსენეს.

სომხეთის ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ხვალ თავისუფლების მოედანზე მათი საპროტესტო აქციები განახლდება.

სომხეთის დედაქალაქში აქციები უკვე მეხუთე დღეა გრძელდება. დემონსტრანტები სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს სახელმწიფო ინტერესების უგულვებელყოფასა და ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დათმობაში ადანაშაულებენ.

აქტივისტები ნიკოლ ფაშინიანის გადადგმომას ითხოვენ.