ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე იმსჯელეს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე იმსჯელეს

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც იმსჯელეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, მათ განიხილეს, როგორ შეუძლია ევროკავშირს ხელშესახები მხარდაჭერა აღმოუჩინოს 10 ოქტომბერს სამმხრივ შეხვედრაზე მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

„მოვისმინეთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებები, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ჯგუფის ძალისხმევაზე საბრძოლო მოქმედებების შესაწყვეტად და მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად. განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია აღმოვუჩინოთ ხელშესახები მხარდაჭერა 10 ოქტომბერს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის პროცესს. ხაზს ვუსვამთ, რომ მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა. მინისტრები ასევე აღნიშნავენ, რომ რეგიონალურმა ყველა მხარემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს შეიარაღებული დაპირისპირების შეწყტვეტაში და მშვიდობის დამყარებაში“, – განაცხადა ბორელმა.

დატოვე კომენტარი