მთიანი ყარაბაღის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „თავისუფალი სამშობლოს“ ლიდერმა არაიკ არუთუნიანმა გაიმარჯვა
მთიანი ყარაბაღის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „თავისუფალი სამშობლოს“ ლიდერმა არაიკ არუთუნიანმა გაიმარჯვა

მთიანი ყარაბაღის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტია „თავისუფალი სამშობლოს“ ლიდერმა არაიკ არუთუნიანმა გაიმარჯვა.

მას 40 ათასამდე ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

მისმა მეტოქემ, მასის მაილიანმა 5428 ხმა მიიღო.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა.

მასში 14 კანდიდატი მონაწილეობდა.

მეორე ტურში მონაწილეები გადავიდნენ, რომელთაც ხმების ყველაზე მეტი ოდენობა მოიპოვეს.