მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაცია საბრძოლო მოქმედებებში კიდევ 43 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას
მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაცია საბრძოლო მოქმედებებში კიდევ 43 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაცია საბრძოლო მოქმედებებში კიდევ 43 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ  ავრცელებს ინფორმაციას.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინტენსიური ბრძოლების შედეგად, მთიანი ყარაბაღის სამხრეთით, ხუდაფერინის მიმართულებით, აზერბაიჯანის არმიამ უკან დაიხია.

„გაგაფრთხილეთ, რომ ჯოჯოხეთში შედიხართ“, – ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, შუშან სტეფანიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

მანამდე სომხეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ არმია უკან იხევდა, რაც დამარცხებას არ ნიშნავდა.