მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს კვლავ სტეპანაკერტზე სარაკეტო დარტყმებში ადანაშაულებს
მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს კვლავ სტეპანაკერტზე სარაკეტო დარტყმებში ადანაშაულებს

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს კვლავ სტეპანაკერტზე სარაკეტო დარტყმებში ადანაშაულებს.

როგორც სომხური მედია წერს, იერიშის შედეგად, დაინგრა შენობები და მაღაზიები, დაზიანდა გაზსადენი, დაიწვა ავტომობილი.

ამასთან, სომხური მხარე ფრონტის ხაზის სამხრეთის მიმართულებაზე აზებაიჯანის სპეცრაზმის დანაყოფისა და რამდენიმე ერთეული ტექნიკის განადგურების შესახებ იტყობინება.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში სხვდასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა. უწყება მოწინააღმდეგეს აზერბაიჯანის შიარაღებული ძალების თავდაცვითი პოზიციების მისამართით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

ასევე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგემ რამდენიმე მიმართულებაზე პოზიციები დატოვა და უკან დაიხია.

აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამჟამად საბრძოლო მოქმედებები ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ გრძელდება.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდნეტის თანაშემწე ჰიკმეტ ჰაჯიევი სოციალურ ქსელში წერს, რომ სომხეთის შეიარღებული ძალები აზერბაიჯანის მოსახლეობაზე დარტყმებს რეგულარულად ახორციელებენ. მისი განცხადებით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაშვებული „სმერჩის“ ტიპის რაკეტა გორანბოის რაიონის ერთ-ერთი სოფლის საცხვრებელი სახლის ეზოში ჩამოვარდა.