მთიან ყარაბაღში რუსეთ-თურქეთის სადამკვირვებლო ცენტრი 30 იანვარს დაიწყებს მუშაობას

17:55, 29.01.2021

მთიან ყარაბაღში რუსეთ-თურქეთის სადამკვირვებლო ცენტრი 30 იანვარს დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია აქვეყნებს.

გავრცელებული ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სადამკვირვებლო ცენტრში 60 რუსი და 60 თურქი სამხედრო მოსამსახურე იმუშავებს, მონიტორინგი კი სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელდება.

12 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აღდამში რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც ბაქოს კონტროლის ქვეშ მოექცა.

გასული წლის დეკემბრის დასაწყისში მოსკოვმა და ანკარამ დაასრულეს მოლაპარაკებები ყარაბაღის ერთობლივ ცენტრთან დაკავშირებით და ხელი მოაწერეს შეთანხმებას.

მსგავსი