მთიან ყარაბაღში ქალაქ სენტ-ეტიენის მერის სტუმრობის გამო, აზერბაიჯანმა საფრანგეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა
მთიან ყარაბაღში ქალაქ სენტ-ეტიენის მერის სტუმრობის გამო, აზერბაიჯანმა საფრანგეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა

მთიან ყარაბაღში ქალაქ სენტ-ეტიენის მერის სტუმრობის გამო, აზერბაიჯანმა საფრანგეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა.

გამოცემა Trend-ის ინფორმაციით, რეგიონში ასევე იმყოფებოდა არნუვილის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელიც.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საფრანგეთის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

„საფრანგეთის ელჩის მიმართ გამოიხატა ოფიციალური პროტესტი საფრანგეთის რიგი წარმომადგენლების მოქმედებასთან დაკავშირებით, რომელმაც დააზიანა აზერბაიჯანის ინტერესები, მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.