მთიან ყარაბაღში დაშავებულმა ჟურნალისტებმა სომხეთი დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ხელისუფლება ავრცელებს.
ერევნის საავადმყოფოს ექიმის ცნობით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოცემა „ლე მონდეს“ ორი ჟურნალისტი, თანმხელბ ორ სომეხ ჟურნალისტთან ერთად, მთიანი ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებისას პირველ ოქტომბერს დაშავდა. 2 ოქტომბერს ისინი სტეპანაკერტიდან ერევანში გადაიყვანეს.