მთიან აჭარაში რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
მთიან აჭარაში რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

მთიან აჭარაში ერთდროულად რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. შუახევში, დაბის განვითარების პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც დაბის ქუჩების სრულ კეთილმოწყობას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში, შენდება საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდება გარე განათება. გარდა ამისა, გათვალისწინებულია დასასვენებელი პარკის, ფანჩატურისა და ეზოების კეთილმოწყობაც.

ამასთან, ზამლეთი-ხიხაძირის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამ გზით სხალთის ხეობა ცენტრალურ მაგისტრალს უკავშირდება, რაც ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მონაკვეთია. უკვე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტების, სანიაღვრე მილების, საყრდენი კედლების მოწყობა და მიმდინარეობს ორფენიანი ასფალტ-ბეტონის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები.