მთიან აჭარაში მოხალისეთა ჯგუფმა საინფორმაციო კამპანია ხმის გამაძლიერებლებით დაიწყო
მთიან აჭარაში მოხალისეთა ჯგუფმა საინფორმაციო კამპანია ხმის გამაძლიერებლებით დაიწყო

მთიან აჭარაში მოხალისეთა ჯგუფმა საინფორმაციო კამპანია ხმის გამაძლიერებლებით დაიწყო.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აჭარის სამივე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობა დროებით, მაგრამ მნიშვნელოვნად გაიზარდა.

შუახევში შექმნილმა მოხალისეთა ჯგუფმა, დღეს მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა და სახლებში ყოფნა ურჩია.

„გთხოვთ, დარჩით სახლში! დაიცავით საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები! გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავეთ გარეთ გადაადგილებისაგან!“- ისმოდა მოწოდებები მეგაფონებიდან.