მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვალ პროფესიულ სასწავლებლებში ჩასარიცხად ტესტირება ჩატარდება
მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვალ პროფესიულ სასწავლებლებში ჩასარიცხად ტესტირება ჩატარდება

პროფესიულ სასწავლებლებში ჩასარიცხად ხვალ ტესტირება ჩატარდება. პროფესიული ტესტირება მთელი საქართველოს მასშტაბით 09:00 საათიდან დაიწყება.

დღეს აპლიკანტები პრეტესტზე მუშაობენ. პრეტესტის მიზანია, მონაწილეები გაეცნონ ტექსტის ფორმატსა, პროცედურებს და ყოველგვარი შეფასების გარეშე გაიარონ ტესტირება. პრეტესტში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია.

პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილებისაგან შედგება. დაფინანსების მოსაპოვებლად მონაწილემ პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტების მაქსიმალური ჯამური ქულის 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

ხვალინდელი ტესტირებისთვის გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ახალი საგამოცდო მოდელი მოამზადა, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისთვის მნიშვნელოვანი მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.

ხვალინდელ ტესტირებაზე სულ 11 000 აპლიკანტია დარეგისტრირებული.