მთაწმინდისკენ მიმავალ გვირაბში, რომლის გავლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ მსვლელობას მართავს, არასაბრძოლო ტყვიის რამდენიმე მასრა იპოვეს
მთაწმინდისკენ მიმავალ გვირაბში, რომლის გავლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ მსვლელობას მართავს, არასაბრძოლო ტყვიის რამდენიმე მასრა იპოვეს

მთაწმინდისკენ მიმავალ გვირაბში, რომლის გავლითაც მსვლელობას მართავს „ნაციონალური მოძრაობა“, რამდენიმე ტყვიის მასრა იპოვეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობას მართავს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, გასროლის ხმა გაიგეს როგორც ჟურნალისტებმა, ასევე აქციის მონაწილეებმა.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, რომლებიც აცხადებენ, რომ ნაპოვნი ტყვიის მასრები არასაბრძოლო ე.წ. სასიგნალო-გამაფრთხილებელ იარაღს ეკუთვნის.