მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონების მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონების მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, მთაწმინდის რაიონში, დაბა კოჯორში, იუნკერების ქ. N 4-ის მიმდებარედ, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 13:00 სთ-დან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონში ბეთანიის დასახლებას.

წყლის მიწოდება შეიზღუდება საბურთალოს რაიონშიც. კომპანია ისაკაძის (ვაზისუბნის) ქ. N 36-თან, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 12:00 სთ-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში:

ისაკაძის (ვაზისუბნის), ჰ.აბაშიძის, ლომონოსოვის ქუჩებს, ლვოვის ქ. N 41-დან N 83-ის ჩათვლით, N 38-დან N 86-ის ჩათვლით, ონიაშვილის ქ. N 39-დან N 87-ის ჩათვლით, N 42-დან N 80-ის ჩათვლით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.