კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, მელიქიშვილის ქ. N 6ა-ში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონში:
მელიქიშვილის გამზ. N2-დან N 10-ის ჩათვლით, კოსტავას ქ. N 27-დან N 59-ის ჩათვლით, N 36-დან N 50-ის ჩათვლით, კოსტავას ქ.1 შესახვევის N 1-დან N 11-ის ჩათვლით.
ასევე 12:00 სთ-დან 16:00 საათამდე წყლის მიწოდება შეეზღუდება რუსთაველის გამზ. N 2-დან N 22-ის ჩათვლით, N 1-დან N 7-ის ჩათვლით, ვაჩნაძის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ჯორჯაძის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.