მთაწმინდის პარკში ტკბილეულის ფესტივალი მიმდინარეობს

12:49, 23.09.2018

მთაწმინდის პარკში ტკბილეულის ფესტივალი მიმდინარეობს. ღონისძიებაში მონაწილეობას ტკბილეულის მწარმოებელი 20-მდე კომპანია იღებს.

ადგილზე მისულ მოქალაქეებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახეობის ტკბილეულის დაგემოვნება და შეძენა შეუძლიათ.

ასევე, მსურველს შეუძლია, ნამცხვრის ცხობის პროცესში ჩაერთოს.

ფესტივალი წელს პირველად ეწყობა და ორგანიზატორების თქმით, ის ყოველწლიურად ჩატარდება.

მსგავსი