მთაწმინდის პარკში ახალი ინოვაციური სივრცე „არტ ტენტი“ გაიხსნა
მთაწმინდის პარკში ახალი ინოვაციური სივრცე „არტ ტენტი“ გაიხსნა

მთაწმინდის პარკში ახალი ინოვაციური სივრცე „არტ ტენტი“ გაიხსნა.

თბილისის ტურისტულ ლოკაციაზე განთავსებული „არტ ტენტი“ 800 კვ.მ-ს მოიცავს, რომელიც, კონცეფციის ავტორების თქმით, მთელი ზაფხულის განმავლობაში კულტურულ ჰაბად იქცევა და გალერეებს, არტისტებს, კოლექციონერებს, ხელოვნებით დაინტერესებულ სტუმრებს, ფილანტროპებსა და საქართველოში ჩამოსულ მოგზაურებს გააერთიანებს.

„არტ ტენტის“ პირველი ჯგუფური გამოფენა, სახელწოდებით „ყოფიერების ანატომია“ სხვადასხვა თაობის 30-ზე მეტი არტისტის მიერ გასულ და 21-ე საუკუნეში შექმნილ 200-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს.

გამოფენა 25 ივლისს გაიხსნა და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.