მთაწმინდის პარკი ჩაისა და თაფლის ფესტივალს მასპინძლობს [ფოტო]
მთაწმინდის პარკი ჩაისა და თაფლის ფესტივალს მასპინძლობს [ფოტო]

მთაწმინდის პარკი ჩაისა და თაფლის ფესტივალს მასპინძლობს. წელს ფესტივალი მეთორმეტედ ტარდება. მასში მონაწილეობას ჩაის 40-მდე მწარმოებელი, ადგილობრივი და უცხოური კომპანია იღებს. ფესტივალი თბილისის პარალელურად ოზურგეთშიც იმართება. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების ჩაისა და თაფლის პოპულარიზაციას.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ პროდუქცია. ფესტივალი 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ინიციატივით ტარდება.