მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის ქრობის პროცესში 60-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს
მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის ქრობის პროცესში 60-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის ქრობის პროცესში 60-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, ფერდობზე ხანძრის ორი კერაა, თუმცა ჯერ უცნობია, ცეცხლი რა ფართობზეა გავრცელებული.