მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურის ჩატარება 402 673 ლარი ჯდება

11:53, 29.05.2019

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურის ჩატარება 402 673 ლარი ჯდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი დამტკიცდა.

დაფინანსების ძირითადი ნაწილი – 288 554 ლარი შრომის ანაზღაურებას მოხმარდება, საქონელისა და მომსახურების შესყიდვაზე 90 708 ლარი დაიხარჯება, სხვა ხარჯებისთვის კი, 23 411 ლარია გათვალისწინებული.

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატები“) და ვლადიმერ კახაძე („ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო“).

მსგავსი