მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 41.23 პროცენტი შეადგინა

21:06, 09.06.2019

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 41.23 პროცენტი შეადგინა, არჩევანი 18 105 მოქალაქემ გააკეთა. ეს მაჩვენებელი პირველი ტურის შედეგს თითქმის შვიდი პროცენტით აჭარბებს.

პირველი ტურის დროს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 34.27 პროცენტმა.

ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, 20:00 საათისთვის დაიხურა. მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი.

მსგავსი