მთავრობის წევრებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
მთავრობის წევრებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან საქართველოს მთავრობის წევრები მივიდნენ.

მთავრობის წევრებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დაშვებულია დროშები.