მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებზე იმსჯელეს
მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებზე იმსჯელეს

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი, რომელიც 28 მილიონ ლარს შეადგენდა, დაახლოებით 8 მილიონი ლარით იზრდება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

სახელმწიფო პროგრამების განახლების საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

„ყველა მიმართულებით ბიუჯეტი არის გაზრდილი. მაგალითად, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტი იყო 28 მილიონი და იზრდება თითქმის 8 მილიონით, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები იზრდება 22 მილიონით, ასევე დევნილთა პროგრამებიც ჯამში, დაახლოებით 30 მილიონით იმატებს. ეს არ არის მხოლოდ რაოდენობრივი ცვლილებები“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, დევნილთა მიმართულებით რამდენიმე ახალი პროექტია, მათ შორის დევნილი ვეტერანების საცხოვრებელით უზრუნველყოფა. ასევე, ახალი პროგრამები განხორციელება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.