მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ვითარება თუ აღმოიფხვრება 10 დღეში, 10 დღეში გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა
შეიძლება, საგანგებო მდგომარეობა ამ ვითარების აღმოფხვრისთანავე გაუქმდეს, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ემზარ კვიციანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ემზარ კვიციანი პარლამენტის სხდომაზე დაინტერესდა, აღდგომის თარიღის გათვალისწინებით, შეიძლებოდა თუ არა, საგანგებო მდგომარეობა, 20 დღის და არა ერთი თვის ვადით ყოფილიყო განსაზღვრული.
„შესაბამისად, თუ ვითარება აღმოიფხვრება 10 დღეში, 10 დღეში გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა. ხოლო, თუ 10 დღეში არ იქნება და ერთი თვე გახდება საჭირო, მაშინ, ბუნებრივია ერთი თვე გაგრძელდება“, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.